საქართველოში დააკავეს რუსეთის მოქალაქე

ქართველმა მესაზღვრეებმა დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბრალდებულია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევაში. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქე ბელა ვეკუა გასული წლის 17 სექტემბერს აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ფსოუს გავლით. ცნობების თანახმად, ის ფოთში დააკავეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს კანონმდებლობით, ვეკუას ემუქრება ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა, ან ფულადი ჯარიმა.