დაღესტანში უშიშროების ძალებმა ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი მოკლეს

დაღესტანში უშიშროების ძალებმა დღეს დილით ადრე ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მოკლეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი პირი. უშიშროების ძალებმა ეჭვმიტანილის მანქანა ალყაში მოაქციეს და მას მანქანიდან გადმოსვლა უბრძანეს. ეჭვმიტანილმა სროლა დაიწყო და უშიშროების ძალების მხრიდან გახსნილ საპასუხო ცეცხლს ემსხვერპლა. პოლიციის მხრიდან არავინ დაშავებულა.