ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ჩატარდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებიც აცხადებენ, რომ ავიაკატასტროფა სმოლენსკთან, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 ადამიანი დაიღუპა, წინასწარგანზრახული თავდასხმა იყო. მომიტინგეებმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ პუტინის ფიტული დაწვეს. დემონსტრაცია ტრაგედიიდან 2 წლისთავზე ჩატარდა.