ჩრდილოეთი კორეა შეუდგა რაკეტის გაშვებისთვის მზადებას

ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ დაიწყო საწვავის ჩატვირთვა რაკეტაში, რომლითაც კოსმოსში თანამგზავრის გაშვებას გეგმავს. დასავლეთი თვლის, რომ ჩრდილოეთი კორეა არა თანამგზავრის გაშვებას, არამედ გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდას გეგმავს. ჩრდილოეთი კორეის სატელიტის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს არ მიაწოდა ინფორმაცია რაკეტის საწვავით შევსებისა და მისი გაშვების დროის შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გააფრთხილა ფხენიანი არ გაუშვას რაკეტა, რადგან ეს ”იქნება პირდაპირი საფრთხე რეგიონისთვის”. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გაეროს უშიშროების საბჭოში აპირებს ჩრდილოეთი კორეის საკითხის დაყენებას.