სამხრეთ კორეაში არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და სამასი ადგილიდან 152 მოიპოვა. პარტიის ლიდერმა, ლი მენ ბაკმა მოქალაქეების არჩევანს ”ბრძნული” უწოდა. ოპოზიციური გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის ლიდერმა მომხრეებს ბოდიში მოუხადა იმედგაცრუებისათვის. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ანალიტიკოსები გამარჯვებას ოპოზიციას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ შემდეგ მათ ხმები კანდიდატების არასწორმა შერჩევამ დააკარგვინა.