მიხეილ სააკაშვილი ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა ძმათა სასაფლაოზე მუხათგვერდში, სადაც გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული მებრძოლების მემორიალი. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.