თურქეთის ოფიციალური პირების თანახმად, ამ ქვეყნის ნავსადგურში დგას ბერმუდის დროშით მცურავი გემი, რომელიც გაეროს მითითებით, სირიაში ვერ ჩავა. „ატლანტიკ კრუიზერს“, რომელიც გერმანის კომპანიის საკუთრებაა და დაქირავებული ჰყავს უკრაინის საზღვაო-სატრანსპორტო ფირმა „თეთრ ვეშაპს“, სავარაუდოდ, სირიაში მიაქვს ირანული იარაღი, რაც დამასკის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევაა. „თეთრი ვეშაპი“ ბრალდებას უარყოფს, აცხადებს, რომ კანონიერი საქონელი გადააქვს. თურქეთი ოთხშაბათს აპირებდა გემის გაჩხრეკას.