მალის დამხობილმა პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა

მალის დამხობილმა პრეზიდენტმა ამადუ ტუმანი ტურემ ქვეყანა დატოვა და სენეგალში გაემგზავრა. სამხედროებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 22 მარტს მოწყობილი გადატრიალების შედეგად მივიდნენ, ექს-პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრების გამგზავრების ნება დართეს. იუწყებიან, რომ ასევე გაათავისუფლეს ტურეს ოცამდე მომხრე, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დააპატიმრეს.