ერაყში მოქმედმა ალ-ყაიდის დანაყოფმა იკისრა პასუხისმგებლობა აფეთქებებზე, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით ხუთშაბათს მოხდა და 30-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი და 100-ზე მეტის დაჭრა მოიტანა. თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია „ერაყის ისლამისტური სახელმწიფო“ წერს, რომ ერაყის 10 ქალაქში მან ააფეთქა 14 ბომბი და ამბობს, რომ ეს ხანგრძლივი თავდასხმების მხოლოდ „დასაწყისი“ იყო.