პაკისტანში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

პაკისტანიდან გავრცელებული ცნობით, კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც 130-მდე ადამიანი იმყოფებოდა. კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ისლამაბადის საერთაშორისო აერპორტში, ცუდი ამინდის პირობებში ცდილობდა დაშვებას. როგორც იუწყებიან, თვითმფრინავი სამხრეთის ქალაქ კარაჩიდან მოფრინავდა. მსხვერპლის რიცხვზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.