ეგვიპტე კარტერის ცენტრს არჩევნებზე არ დაუშვებს

ეგვიპტის ხელისუფლებამ არ მისცა ქვეყანაში მუშაობის უფლება რვა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ჯიმი კარტერის ცენტრს. ამის შესახებ ეგვიპტის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კარტერის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნების მონიტორინგს ახორციელებს. საპრეზიდენტო არჩევნები ეგვიპტეში ერთ თვეში ჩატარდება.