უნგრეთი ”ნაბუკოდან” გამოდის

უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია გამოდის პროექტ ”ნაბუკოდან”, რომელსაც მხარს ევროკავშირი უჭერს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პროექტის გარშემო ბევრი გაურკვევლობაა, რომელთა იგნორირებაც რთულია. ”ნაბუკოს” გაზსადენის მეშვეობით ბუნებრივი გაზი კასპიის ზღვიდან ევროკავშირის ქვეყნებს და, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს უნდა მიეწოდოს.