ავღანეთში მოკლეს ოთხი და დაატყვევეს 16 პოლიციელი

ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი პოლიციელი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ბადახშანის პროვინციაში მდებარე ბლოკპოსტზე წუხელ მოწყობილი თავდასხმის შედეგად. პროვინციის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, დაიჭრა ორი პოლიციელი, 16 კი, სავარაუდოდ, დატყვევებულია. ვარდუჯის რაიონი, სადაც თავდასხმა მოეწყო, პაკისტანს ესაზღვრება. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.