ბან კი მუნი მიანმარს სტუმრობს

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მიანმარში, ყოფილ ბირმაში ჩავიდა. ქვეყანა სულ ცოტა ხნის წინ განთავისუფლდა სამხედრო რეჟიმის ათწლიანი მმართველობისაგან. მოსალოდნელია, რომ ბან კი მუნი უმაღლესი დონის ვიზიტის დროს შეხვედრას გამართავს დემოკრატიული ძალების ლიდერ ანგ სან სუ ჩისთან, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთან და ყოფილ დისიდენტთან, რომლის პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ბან კი მუნი ასევე შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტ ტეინ შეინს და სიტყვით გამოვა პარლამენტის წინაშე. მიანმარში ჩასვლამდე ბან კი მუნმა ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაფასა, როგორც „მყიფე“ და „კრიტიკული".