”სახალხო კრებამ" 26 მაისს თბილისის ფილარმონიაში დაგეგმილი შეკრება გააუქმა. მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც "ქართულმა ოცნებამ" 26-27 მაისს აქციის ჩატარება გადაწყვიტა. ”სახალხო კრება” აღნიშნავს, რომ არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პროცესისთვის ხელი არასდროს შეუშლია და ამჟამადაც მიიჩნევს, რომ 26 მაისს ნებისმიერი მასობრივი აქციის პარალელურად გამართვა საზოგადოებაში დაბნეულობას გამოიწვევდა.