ზურაბ ჭიაბერაშვილმა სადაზღვევო პაკეტის დეტალები გააცნო რუსთაველ პენსიონერებს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ახალი სადაზღვევო პაკეტის დეტალები პენსიონერებს დღეს რუსთავში გააცნო. მინისტრის განცხადებით, ამჟამად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადაზღვევო პოლისი აქვს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომლებსაც 1 სექტემბრიდან პენსიონერები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები დაემატებიან. ჭიაბერაშვილის განმარტებით, სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ შეძენილი სადაზღვევო პოლისი სრულად დაფარავს ამბულატორიულ მომსახურებას და 15 ათას ლარამდე გაიზრდება ქირურგიული ოპერაციების ლიმიტი. მინისტრის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კვლავ უფასო იქნება.