ერთი პირი დააკავეს ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანის ბრალდებით

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანისთვის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ საქართველოს შსს იუწყება. მისივე ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება გაუვნებელყოფილია სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ, საქმეს კი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს. ასაფეთქებელი მოწყობილობა ზუგდიდის საოლქო პროკურატურის შენობასთან აღმოაჩინეს.