დამასკში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სირიის დედაქალაქ დამასკში მომხდარი აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. აფეთქებები ქალაქის სამხრეთით, ერთდროულად მოხდა. სირიელი უფლებადამცვლების ცნობით აფეთქებები სპეცსამსახურების თანამშრომლების წინააღმდეგ იყო მიმართული - ამ რაიონში სამხედრო დაზვერვის სამსახურის შენობაა განთავსებული.