ნიკოლიჩი ტადიჩს არჩევნების გაყალბებას აბრალებს

სერბიის „პროგრესის პარტიის“ ლიდერმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა ბრალად დასდო თავის მეტოქეს საპრეზიდენტო არჩევნებში, მოქმედ პრეზიდენტს, ბორის ტადიჩს, არჩევნების გაყალბება. ნიკოლიჩმა, რომელიც 20 მაისს მეორე ტურში ტადიჩს უპირისპირდება, განაცხადა, რომ ტადიჩის დემოკრატიულმა პარტიამ დამატებითი ბიულეტენები დაბეჭდა და გააყალბა. ნიკოლიჩის ნაციონალისტურმა პარტიამ 24 პროცენტი მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში და ყველაზე მეტი ხმა მოიგო, მაგრამ ტადიჩმა კოალიცია შექმნა მესამე ძალასთან, სოციალისტებთან. მან ნიკოლიჩის ბრალდებას უაზრობა უწოდა. სერბიაში 6 მაისს გაიმართა გენერალური არჩევნები.