ავღანეთში წყლის მოვარდნამ 20-მდე ადამიანი შეიწირა

დღეს ჩრდილოეთ ავღანეთის სოფლებში წყალმოვარდნის შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 17 ადამიანი. საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ მონაცემებით, მსხვერპლი მეტია და სავარაუდოდ, 30-ს აღწევს. ტახარის პროვინციის გუბერნატორის ცნობით, წყალი მოვარდა იშკამიშის მთიან რაიონში, რომლის დახმარებაც მხოლოდ ვერტმფრენებით არის შესაძლებელი. ამ ინფორმაციით, პარასკევს დილით წყალმა ჯებირი გაარღვია, რის შედეგადაც ძლიერმა ტალღამ გადაუარა რამდენიმე სოფელს.