ერაყში აფეთქებებმა ოთხი ადამიანი შეიწირა

კვირას ერაყში რამდენიმე აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, არიან დაჭრილებიც. აფეთქებების უმრავლესობა მიმართული იყო უშიშროების ძალების წინააღმდეგ. ცნობების თანახმად, თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა ბაღდადის დასავლეთით მდებარე ფალუჯაში, სამხრეთით მდებარე ისკანდირიაში და აღმოსავლეთში მდებარე დიალის პროვინციაში.