ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესია ჩამოინგრა

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესია ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ნოდარ ჭუმბაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ შენობა ავარიული იყო და მისი ნგრევა თბილისში 13 მაისის ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ დააჩქარა.