ავღანეთში ბაზარზე ცხრა ადამიანი დაიხოცა

ავღანეთიდან იტყობინებიან, რომ ორშაბათს ფარიაბის პროვინციის ღორმუხის რაიონში ბომბის აფეთქებას შეეწირა ცხრა ადამიანი. აფეთქებას, რომელიც ბაზარზე მოხდა, სხვათა შორის ემსხვერპლა ადგილობრივი მმართველი საბჭოს წევრი.