საბერძნეთში ფიცი დადო დროებითმა მთავრობამ

საბერძნეთში ფიცი დადო დროებითმა მთავრობამ, რომელიც ქვეყნის სათავეში იქნება 17 ივნისის განმეორებით არჩევნებამდე. კაბინეტის 16 წევრი - მათ შორის არიან დიპლომატები, პროფესორები და ყოფილი მინისტრები - დღეს შეუდგა მოვალეობის შესრულებას. 6 მაისის არჩევნების შედეგად ვერც ერთმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა. კოალიციური მთავრობის შესაქმნელად ჩატარებული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. საბერძნეთის პოლიტიკოსებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მომჭირნეობის ზომების მიმართ.