კემპ-დევიდში მუშაობას იწყებს „დიდი რვიანის“ სამიტი

მერილენდის შტატის ქალაქ კემპ-დევიდში, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს მუშაობას იწყებს „დიდი რვიანის“ სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ ეკონომიკურად ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების - აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, იტალიის, კანადის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ორდღიანი შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხი მსოფლიო ეკონომიკაში, კერძოდ კი ევროზონაში შექმნილი ვითარება იქნება. რუსეთს კემპ-დევიდში პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი წარმოადგენს, რადგან პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამიტზე გამგზავრებაზე უარი განაცხადა - როგორც თავად განმარტა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული დაძაბული რეჟიმის გამო.