ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელმა მთავრობა დაითხოვა

რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა - თეიმურაზ მამსუროვმა რესპუბლიკის მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ”ფეისბუკისა” და ”ტვიტერის” მეშვეობით გაავრცელა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ტაკოევმა. ეს ინფორმაცია სააგენტო ”ინტერფაქსს” დაუდასტურეს ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაში.