უსინათლოების პოეზიის საღამო ეროვნულ ბიბლიოთეკაში

Your browser doesn’t support HTML5

23 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უსინათლო პოეტების პოეზიის საღამო გაიმართა. საღამოს მიზანი მათი მწერლობის პოპულარიზაცია და გამომცემლობებთან დაკავშირება იყო. ლექსები წაიკითხეს როგორც ავტორებმა, ასევე გარეშე პირებმაც. ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, უსინათლო ავტორები კარგად ფლობენ კონვენციურ ლექსს და მათი შემოქმედება უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.