სააკაშვილმა 66 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 66 მსჯავრდებული შეიწყალა, - ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ 26 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შეწყალებულმა მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების სისტემა დღის განმავლობაში დატოვეს.