ირანის პარლამენტის სპიკერად ალი ლარიჯანი აირჩიეს

ირანის პარლამენტში, რომელიც მარტის არჩევნების შედეგად დაკომპლექტდა, კანონმდებლებმა სპიკერის პოსტზე ალი ლარიჯანის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ის ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ოპონენტია. 55 წლის ლარიჯანი ირანის აიათოლა ალი ჰამანეის უახლოესი მხარდამჭერების წრეში შედის, რომელთა ქმედებებმაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეამცირა აჰმადინეჟადის გავლენა.