ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მესაზღვრის დღეს აღნიშნავენ

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსი მესაზღვრის დღეს აღნიშნავენ. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ცნობით, მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთო ჯამში 2500-მდე რუსი მესაზღვრე იმყოფება, დასრულებულია 32 სასაზღვრო ობიექტის მშენებლობა და კიდევ 45-ის ამჟამად მიმდინარეობს.