სერბიის ყოფილი პრეზიდენტი ბორის ტადიჩი შეიძლება სერბიის პრემიერი გახდეს

სერბიის ყოფილი პრეზიდენტი, ბორის ტადიჩი, რომელმაც წააგო საპრეზიდენტო არჩევნები ამ თვის დასაწყისში, სერბიის პრემიერ-მინისტრობას ესწრაფვის. ახალი მმართველი კოალიციის შესახებ მოლაპარაკება ორშაბათს დაიწყო. ტადიჩი ახალ პრეზიდენტს, ტომისლავ ნიკოლიჩს უნდა შეხვედროდა. ვარაუდობენ, რომ ნიკოლიჩს მოუწევს ტადიჩი პრემიერად დაასახელოს, რადგან ტადიჩის დემოკრატიულ პარტიას მეტი მოკავშირე ჰყავს პარლამენტში, ვიდრე ნიკოლიჩის ნაციონალისტურ "პროგრესის პარტიას".