კოფი ანანი დღეს შეხვდება ბაშარ ასადს

გაეროსა და არაბთა ლიგის საგანგებო წარმომადგენელი სირიის საკითხში - კოფი ანანი დღეს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს შეხვდება. ანანი სირიაში გუშინ ჩავიდა. მან დაგმო 25 მაისს ქალაქ ჰულაში მომხდარი. იქ პარასკევს 100-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის - ქალები და ბავშვები. კოფი ანანი სირიის ხელისუფლებას ამ ”შემაძრწუნებელ” დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა. კოფი ანანი შეეცდება სირიაში დაპირისპირებული მხარეები დაარწმუნოს მის მიერ შემუშავებული ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესრულების მართებულობაში.