ევგენია ტიმოშენკო: ევრო-2012 უკრაინაში უნდა ჩატარდეს

ევგენია ტიმოშენკო, უკრაინის ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი არ უნდა შეუშალოს ამ ქვეყანაში ევრო-2012-ის საფეხბურთო პირველობის ჩატარებას. ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში ევგენია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ დედამისმა ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ უკრაინას, პოლონეთთან ერთად მოეპოვებინა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება.