პაკისტანში აფეთქებამ სულ ცოტა 19 ადამიანი შეიწირა

პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ქალაქ ფეშავარში სულ ცოტა 19 ადამიანი დაიღუპა და 20 ადამიანი დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად. ფეშავარი ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარეობს. აფეთქება პარასკევს მოხდა ავტობუსთან, რომელშიც სამთავრობო უწყების თანამშრომლებიც ისხდნენ. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.