ფეხბურთში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ესპანეთის ნაკრებმა ფრედ ითამაშა

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს პოლონეთის ქალაქ გდანსკში ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის ნაკრების შეხვედრა იტალიის ეროვნულ გუნდთან. ახლა კი ასევე პოლონეთში, პოზნანში მიმდინარეობს ხორვატიისა და ირლანდიის ნაკრები გუნდების მატჩი.