ირანში უფლებადამცველს 13 წელი მიუსაჯეს

თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირანელ ადვოკატსა და უფლებადამცველ აბდულფატაჰ სოლთანის. ის გასულ წელს დააპატიმრეს და ნაციონალური უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულეს. მარტში სასამართლომ მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ კი ეს ვადა 13 წლამდე შეამცირა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International სოლთანის სინდისის პატიმრად მოიხსენიებს.