თბილისში დააკავეს "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილე

კომპანია "გლობალ TV"-ის ამერიკელი მეწილე ალექსანდრ რონჟესი დაკავებული ჰყავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც ის ელოდება ადვოკატ არჩილ კბილაშვილს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს. "გლობალ TV"-ის დირექტორის, ზურაბ ბაზლიძის განცხადებით, ალექსანდრ რონჟესს სამართალდამცავებმა მხოლოდ მისი უფლებები გააცნეს და არაფერი უთქვამთ დაკავების მიზეზზე. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პროკურატურის თანამშრომლებმა რონჟესი აეროპორტის პერსონალის ოთახში გაიყვანეს, მისთვის რამდენიმე შეკითხვის დასასმელად.