ნორვეგია აშშ-სგან 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებს შეისყიდის

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მან აშშ-სგან უკვე შეისყიდა პირველი ორი F-35 საბრძოლო თვითმფრინავი - რაც ნაწილია 10 მილიარდი დოლარის ღირებულების შეთანხმებისა, რომელიც ივალისწინებს ათობით ახალი თვითმფრინავის შეძენას. ამ ახალი თვითმფრინავებით ნორვეგია თავის მოძველებულ, F-16 თვითმფრინავებს ჩაანაცვლებს. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრის, ესპენ ბართ ეიდეს თქმით, ეს შესყიდვა ნორვეგიის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის არის.