ბაღდადში შიიტ მომლოცველებზე თავდასხმას სულ ცოტა 15 ადამიანი ემსხვერპლა

შაბათს ბაღდადში შიიტ მომლოცველებზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 15 ადამიანი, ათობით დაიჭრა. პოლიციის ცნობით, აფეთქდა ორი დანაღმული ავტომობილი. ოთხშაბათს ტერაქტების სერიის შედეგად ერაყში 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ძირითადად შიიტები. აფეთქებებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა სუნიტურმა დაჯგუფებამ, რომელიც „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული.