აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 66 პატიმარი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა პარასკევს ხელი მოაწერა 66 პატიმრის შეწყალების ბრძანებას. შეწყალებულებს შორის ცხრა პოლიტიკური პატიმარია - ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე, არიდ ჰაჯილი და სხვები. ეს ცხრა პატიმარი 2011 წლის 2 აპრილის ოპოზიციურ გამოსვლებში მონაწილეობაში დაადანაშაულეს და ოქტომბერში გამართულ პროცესებზე ორიდან სამ წლამდე ვადით მიუსაჯეს პატიმრობა. ციხეში რჩება ამავე ბრალდებით დაპატიმრებული კიდევ ორი პირი. მიმდინარე თვის დასაწყისში, აზერბაიჯანში ვიზიტით ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი გამოვიდა ოპოზიციის პატიმრობაში მყოფი წარმომადგენლების განთავისუფლების მოწოდებით.