ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ესპანეთი და იტალია

პოლონეთსა და უკრაინაში მიმდინარე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალურ მატჩში იტალიის ნაკრებმა ვარშავაში დაამარცხა გერმანიის ეროვნული გუნდი (2:1) და ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელებმა ოთხშაბათს სძლიეს პორტუგალიელებს (ძირითადი და დამატებითი დრო - 0:0, პენალტების სერია - 4:2). ფინალური შეხვედრა კვირას, 1 ივლისს, კიევში გაიმართება.