სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილს უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა გამოაცხადა. მისი თქმით, ძალაში რჩება საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილს ამ განჩინების გასაჩივრება შეუძლია უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. განჩინება ივანიშვილს 14 დღის ვადაში გადაეცემა, რის შემდეგაც განჩინების გასასაჩივრებლად 21 დღე ექნება.