ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 13 ადამიანი შეიწირა

ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, პარასკევს, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა აფეთქებებისა და სროლის შედეგად. ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებებს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბალადში. იქ დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 50-მდე ადამიანი.