ივანიშვილი მერაბიშვილის გაპრემიერებას „ძალადობის გაძლიერებად“ აფასებს

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილის დანიშვნას აფასებს როგორც „საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებას“. სააგენტოს ცნობით, ამ სიტყვებით ივანიშვილი დღეს, სტეფანწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა. „ქართული ოცნება“ დღეს მცხეთაში გეგმავს აქციის ჩატარებას.