ევროზონაში ისევ იმატა უმუშევრობამ

უმუშევრობამ მორიგ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია ევროზონაში, რომელიც ევროკავშირის 17 წევრ ქვეყანას აერთიანებს. ევროკავშირის სტატისტიკური უწყების, ევროსტატის მონაცემებით, მაისში უმუშევრობამ შედაგინა 11,1%, რაც 0,1%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელზე. ყველაზე რთულია ვითარება კვლავაც ესპანეთში, სადაც მაისის მონაცემებით, უმუშევარია 17,6 მლნ ადამიანი - 1,8 მილიონით მეტი წინა წელთან შედარებით.