სირიელ ოპოზიციონერებს ერთობისაკენ მოუწოდებენ არაბული ქვეყნები და თურქეთი

არაბული ქვეყნები და თურქეთი სირიელ ოპოზიციონერებს მოუწოდებენ ერთობისაკენ, რათა შეიქმნას პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დამაჯერებელი ალტერნატივა. ამ მოწოდებით გამოვიდნენ სირიელი ოპოზიციონერების წარმომადგენელთა ორდღიან კონფერენციაზე, რომელიც კაიროში იმართება არაბთა ლიგის სპონსორობით. სირიაში 16 თვის წინ დაიწყო ამბოხება მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ. ამასთან, ოპოზიციონერთა ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საერთაშორისო აღიარებასა და უცხოეთის მხრიდან უფრო აქტიური მხარდაჭერის მოპოვებას.