ერაყის ქალაქ დივანიის ბაზარში აფეთქებამ 25 ადამიანი იმსხვერპლა

ერაყიდან გავრცელებული ოფიციალური ცნობით, სულ მცირე 25 ადამიანი დაიხოცა და 50 დაშავდა ერაყის სამხრეთის ქალაქ დივანიაში, ხალხმრავალ ბაზარზე აფეთქების შედეგად. მანქანაში მოწყობილ აფეთქებას მოჰყვა პოლიციის მიერ კომენდანტის საათის გამოცხადება და ქალაქში შესასვლელი გზების გადაკეტვა. სამშაბათს აფეთქებამ ოთხი შიიტი მლოცველი იმსხვერპლა ქარბალას მახლობლად.