ერაყში რვა ადამიანი დაიღუპა ბაზარში აფეთქების შედეგად

ერაყის პოლიციის განცხადებით, სამხრეთში მდებარე ქალაქ ზუბაიდიის ბაზარში აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რის შედეგადაც დაიღუპა რვა და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება მოხდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აფეთქებების სერიამ სამშაბათს, სულ ცოტა, 40 ადამიანი შეიწირა ერაყის სხვადასხვა რეგიონში. ერაყში ძალადობამ ბოლო წლებში მართალია, მკვეთრად იკლო, მაგრამ მაინც გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.