საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა. საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ, რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ღია იქნება პარლამენტთან, პრესასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობისათვის. ახალ მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას მიემხრო 102 პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო შვიდი.