საქართველოში იმყოფება მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი

საქართველოში იმყოფება მოლდავეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, რომელსაც ყვარელში, საკუთარ კარ-მიდამოში უმანსპინძლა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მისი შეფასებით, ”იმ ლიდერთა რიცხვს, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველო არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა, მოლდავეთის პრემიერ-მინისტრიც შეემატა.” ვლადიმირ ფილატი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც.